пятница, 18 декабря 2009 г.
საქართველოში მცხოვრები ერები(ისტორია,კულტურა, ტრადიციები და ადათ–წესები)
საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები,თუმცა გვიან შუა საუკუნეებამდე მათი ხვედრითი წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში დიდი არ ყოფილა.ესენი იყვნენ ძირითადად აფხაზები,ქართველი ებრაელები(რომელთა წინაპრები საქართელოში ჯერ კიდევ ძვ.წ.6 საუკუნეში მოვიდნენ),სომხები და უფრო მცირე რაოდენობით–მუსლიმანები.სავარაუდოა,რომ 16 საუკუნის ბოლომდე საქართველოს ეროვნულ შემადგენლობაში არაქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი 10–12%–ს არ აღემატებოდა.
მე–17 საუკუნიდან მასობრივი დასახლება დაიწყო(ოსები,აზერბაიჯანელების წინაპრები,სომხები).მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ ქვემო ქართლში ჩაასახლა,სამცხე–ჯავახეთში დიდი რაოდენობით სომხები(თურქეთიდან),თრიალეთში კი–ბერძნები და სხვები.მასობრივი ხასიათი ქონდა ოსების მიგრაციას ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში.მე–20 საუკუნის დასაწყისისათვის არაქართველთა რაოდენობამ–30% მიაღწია.
2002 წლის აღწერით არაქართველებმა საქართველოში შეადგინეს(აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩაუთვლელად)16,3%,ანუ 710 ათასი კაცი.
ქვემოთ ჩამოთვლილი ბლოგები მცირე დახმარებას გაგიწევთ საქართველოში მცხოვრები რამოდენიმე ერის ისტორიის ,კულტურისა და ადათ–წესების გაცნობაში.
ქურთები
აზერბაიჯანლები
ებრაელები
რუსები
აფხაზები
ოსები
ბერძნები
აისორები
ქისტები
პოლონელები
ბოშები
და სხვები.
ბლოგებში დახასიათებული საქართველოში მცხოვრები ერების ისტირიის,კულტურის,ტრადიციებისა და ადათ–წესების გამოყენებით,პედაგოგმა მოცემული ერების დღისადმი მიძღვნილი ზეიმის დროს შეიძლება გამოიყენოს შესაბამისი მასალები.
მაგალითად: ებრაელთა დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე ,პედაგოგს შეუძლია დეკორაციისთვის გამოიყენოს ისრაელის რუკა,დროშა(შეიძლება პროექტორის გამოყენება) და სხვა.მოსწავლეებს შეუძლიათ გადმოსცენ ისტორიული მონაცემები ბლოგის მიხედვით.გამართონ მცირე თეატრალიზებული წარმოდგენა.მაგალითად:კვართის ჩამობრძანება საქართველოში, ან სხვა რაიმე სიუჟეტზე.
ისაუბრონ ცნობილი ებრაელი ადამიანების შესახებ მაგ:ეინშტეინზე.
აჩვენონ ებრაულ სამზარეულოს ტრადიციული კერძების მაგ:"ფორშმაკი" და სხვა კერძების მომზადების პროცესი.
აგრეთვე შეუძლიათ, ტრადიციული ებრაელური საახალწლო სუფრა გააწყონ.
მოუყვნენ საზოგადოებას ხანუკის და როშ ხა –შანის შესახებ . აჩვენონო ფოტოსურათები.(პროექტორის გამოყენებით),ვიდეოფაილი "პურიმის"დღესასწაულის შესახებ
ბოლოს შეიძლება მოაწყონ კოსტიუმირებული კარნავალი "პურიმის" დემონსტრირებისათვის და ა.შ.
გამოყენებული ლიტერატურა და ელექტრო რესურსები:
საქართველოს გეოგრაფია.წიგნი||ავტ.ნ.ბერუჩაშვილი,ზ,დავითაშვილი,ნ.ელიზბარაშვილი
გამომც."საქართველოს მაცნე"–თბილისი 2005წ.გვერდები: 37–43
Www.Wikipedia.Org
Www.Google.Com
Www.Youtube.Com
Подписаться на:
Сообщения (Atom)